მანჩო
ხშირად ამბობენ სიზმრებს არ უნდა აჰყვეო...
მთვარის ვახშმობისას ... ძილ-ღვიძილში მესმა ხმა საოცნებო, ასგზის ნეტარი, ბავშვისგან წარმოთქმული ჯადოსნური სიტყვა "დედა," ეს იყო ძალზე ტკბილი რამ ნისლივით გამჭვირვალე და შეუცნობელი.საოცარია... აზრი მიწყდება, გონებას დელგმასავით ეხეთქება მოგონებანი: სურათივით ფერადოვანი, ჩვილის ცრემლივით უმანკონი, ვარსკვლავებივით მიუწვდომელნი. გაზაფხულის ლამაზი დღეა... ბაღის სურნელი, "ყვავილთ ფშვინვა"სულს მიხალისებს, სადად მორთული სადღაც მივიჩქარი. ეზოში გასულს მესმის "დედა! " გული საგულეში აღარ მიძევს. მეძახის ჩემი ბიჭი, მეძახის პირველად, მეძახის სიყრმის შვილი და საძირკველი! "დედაო," თუმცა უკან ვეღარ ვბრუნდები , გულში ვნეტარებ. გზას ვაგრძელებ, ფრთები მესხმება, ენას იტეხავს ჩემი ბიჭი.
გვიან ვბრუნდები, ის უჩვეულოდ აფახულებს ლამაზ თვალებს, შემომციცინებს, ჩემი ბიჭი მუხის ფოთოლს ჰგავს, ძლიერს, მწვანეს, ბუნების ნებიერს. გულს შიში აკრთობს: არ ჩამოვარდეს!... და უცებ ბურანიდან გამოსული ძეს სიზმრისეულს ვეხმიანები: რაა, შვილო! ვეხმიანები ათრთოლებული თვალდანამული. ის კი არსად ჩანს, სადღაა ჩემი ბიჭი, ჩემი სიცოცხლე...ჩვილის ენით რომ შემეხმიანა- გამეხუმრა, მომეხმატკბილა, მომესათუთა. მონატრებისა იყო ალბათ ღვთიური წუთი.
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteროცა უშენობით გამოწვეული ტკივილი აუტანელი ხდება, მეჩვენება რომ რომ მსხვერპლი მე ვარ და არა შენ!
ReplyDelete