გუჯიკო
გუჯიკოს ვამუნათებთ, ჭკუას ვარიგებთ, მივუთითებთ არასწორ საქციელზე. გვისმენს, ბოლოს ასეთი პასუხი მივიღეთ- ვიცი, რომ მართალები ხართ, მაგრამ ტყუილად მესაუბრეთ, მაინც ისევ ისე მოვიქცევი. რა ვქნა ასე გამომდის!
- ბებო, რატომ გვიწყრებით დიდები რამე როცა გვიტყდება ან გვეღვრება?!
- იმიტომ, რომ გაფრთხილდეთ, თან შრომას გვიმატებთ!
- რა ვიცი, ბებო, თქვენ თუ რამე გაგიტყდებათ, ამბობთ, უი ჯანდაბას ეს რა მომივიდაო! ჩვენზეც ასე რომ თქვათ რა მოხდება?!
No comments:
Post a Comment