აი, ჩამთავრდა თბილისობისადმი მიძღვნილი 2023 წლის სპორტული ნარდის ქალთა ტურნირი. მე და ნათია არჯევანიძემ პირველ მეორე ადგილი გავიყავით (ნათია პირველზე, მე მეორეზე). ყოველთვის მიხარია რიყეზე გამართულ სადღესასწაულო ტურნირებზე სიარული, ჩვენ უკვე ერთი ოჯახივით ვართ, მოგება-წაგებას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, მთავარია ერთად ვიყოთ. ამ მხრივ საოცარი ადამიანია ნათია, კეთილშობილი, ხალასი, ჭკვიანი, რომელთანაც წაგებაც კი გიხარია, ოღონდ მასთან თამაშით ისიამოვნო. მადლობა ნათი ასეთი რომ ხარ. მომავალ თბილისობამდე გოგოებო.
მადლობა ქალაქის მერიას ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისათვის და ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტ რეზო ცხოვრებაშვილს,ასეთ სასიამოვნო გარემოს რომ გვიქმნგარემოს რომ გვიქმნის.