.
მახსოვს ის პერიოდი,მობილურებით რომ "ბლატაობდა" დიდი თუ პატარა, ქუჩაში ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. ისიც კარგად მახსოვს ქუჩაში მიმავალს ყველა კუთხე-კუნჭულში ჩემი მამაო, ჩემი მოძღვარი, მას უნდა ვკითხოვო, რომ მესმოდა, ანუ მოძღვრის ყოლაც მოდაში იყო, საბლატაო. ძვირადღირებული მანქანები, სამოსი ბრენდები....... და ვინ ჩამოთვლის, სასწაული ხალხი ვართ, თითქოს გვიჭირს და ამ დროს რესტორნები, კაზინოები გადავსებულია, უკვე ოჯახში ოთხი - ხუთი თუ არა სამი მანქანის ყოლა არავის უკვირს. ჰაერი არ არის, ქუჩაში მოძრაობა ჭირს, სახლებთან ბავშვები ვერ თამაშობენ მანქანების სიხშირის გამო, მაგრამ მერე რა? მთავარია ბომონდი კარგად გრძნობდეს თავს. ჰო, ბომონდზე გამახსენდა, იმდენი ვარსკვლავი, რამდენიც საქართველოშია, მგონი ცაზე არ არის. ვარსკვლავი რომ გერქვას რაღაც მაინც ხომ უნდა გქონდეს გაკეთებული? ფული თქვით თორემ რა უნდა დღეს ვარსკვლავად გადაქცევას?! გადაიხდიან ფულს, ჩაწერენ ერთ-ორ სიმღერას, ვინ დაგიდევს მელოდიას სმენას, ხმას, უსმინე წლები მერე ბაზრობებზე, ტრანსპორტში, ქუჩაში, კაფეებში. გაჰყვირიან ვარსკვლავური წყვილიო, სჯერათ მავანთ,რომ მართლა ქვეყნიერებას დაჰნათიან და მერე ამბიცია უჩნდება საკუთარი შოუ აწარმოონ, დასცინონ, ან დაგვმოძღვრონ ეკრანიდან. ადრე თუ მეჩვენებოდა ჩვენი ქვეყანა ერთი დიდი ქარვასლაათქო, ახლა ჩვენი ყოფა ერთ დიდ შოუდ იქცა. დღევანდელი ყოფა გადარჩენას წააგავს, ზოგი გადარჩენისთვის იბრძვის, ზოგი სხვისი გადაშენებისთვის.
და მთავარი, რისი თქმაც მინდოდა. დღეს ბაშვების უმრავლესობას დედა არა ჰყავს, ფემინისტი ქალები ძიძებს აზრდევინებენ შვილებს. ანუ ახლა ძიძაა მოდაში. დედა, შვილს მგონი მხოლოდ მძინარეს ხედავს. დედაშვილობის საიდუმლო არაერთი ხელოვანის შთაგონების წყაროდ ქცეულა. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ მხატვრები დედა-შვილს უმეტესად ძუძუთი კვების დროს გამოსახავდნენ. თანამედროვე გამოკვლევების თანახმად, ძუძუთი კვება, გარდა იმისა, რომ ჩვილს სასარგებლო საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და ანტისხეულებით ამარაგებს, მისი ფსიქოემოციური, პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების საუკეთესო საშუალებაცაა. ამ დროს გაღებული სითბო და სიყვარული დედას და მასთან ერთად მთელ საზოგადოებას თურმე ბუმერანგივით უბრუნდება უკან. ბავშვები იზრდებიან და მშობლების ქცევებს აკვირდებიან, სწავლობენ და იმეორებენ. ეს პროცესი გაუცნობიერებლად და სრულიად ავტომატურად მიმდინარეობს. მისი გამორთვა შეუძლებელია, ის გულისცემასავით ბუნებრივია.“რასაც დასთესავ, იმას მოიმკი”-ამას ჯერ ვერავინ გაქცევია. და სად არის მშობლები რომ დააკვირდეს ბავშვი მათ ქცევებს? შვილების აღზრდა ადვილი არ არის.
"მშობლებო და აღმზრდელებო! მთელი მზრუნველობით წინ აღუდეგით ბავშვების კაპრიზებს თქვენს მიმართ; თუ არა, ისინი მალე დაივიწყებენ თქვენს სიყვარულს, გულს სიძულვილით აივსებენ." - გვეუბნებიან წმინდა წერილები. და ღევანდელი დედა, რომელიც დღეღამის განმავლობაში რაღაც 5 - 10 წუთსაც არ უთმობს შვილს, ის ვერც იქნება მომთხოვნი შვილის კაპრიზებისადმი, ის არ არის ავტორიტეტი, ამ შემთხვევაში მოვალეობა კაპრიზების ასრულებას ვერ სცდება. რა ქნას ბავშვმა? მანიპულირებს ამით და დაუსრულებლად ითხოვს რაღაცას , რათა ასე მაინც მიიქციოს მათი ყურადღება. მახსოვს ადრე ამბობდნენ "ვასმოი პოლკში" ყველანი უგულოები არიან, უდედოდ, ბავშვთა სახლში გაზრდილებიო. "ვასმოი პოლკის" უგულო შვილებს რომ მიიღებთ მერე გვიან იქნება თითზე კბენანი. ჩვენი თაობაც ვმუშაობდით, მაგრამ შვილებს სითბოს არ ვაკლებდით. როგორ ვზრდიდით ჩვენ, არაფემინისტი ქალები? კი ბატონო, განათლებული ხარ, მუშაობ, მაგრამ სამი-ოთხი საათი ხომ უნდა დაუთმო შვილს. ზოგიერთს ბავშვის აღზრდა კარგი ბრენდებით შემოსვა და ფოჩიანი კამფეტების მიყრა ჰგონია. არა და არა, მერწმუნეთ, ის ბავშვები უფრო ბედნიერები არიან ვინც ხელმოკლე ოჯახში იზრდებიან, მათ ყველაზე მთავარი და ღირებული, დედ-მამის სითბო არ აკლიათ და ისინი "ვასმოი პოლკისთვის" არ გამოდგებიან. ახლა ღამეც არ სცალიათ დღევანდელ დედებს, რა ქნან ღამით იწყება თბილისში ცხოვრება. ახლახან ერთ ახლობელთან ასეთ სურათს შევესწარი: დედა მოვიდა გვიან, საჭმელს მიუჯდა, წლინახევრის ბავშვი ტირის, დედისკენ იწევა, დედა ჭამს თან მობილურს ჩაჰკირკიტებს. დედამისი, ბებია, რომელიც მთელი დღე უვლის ბავშვს, ეხვეწება, შვილო მიხედე , ცოდოა მთელი დღე უშენოდ, ცოტა მოიცალეო. შენც არ მომიკვდე.
მიდით ფემინისტო ქალებო, იგრიალეთ, იცხოვრეთ, მაგრამ გახსოვდეთ, ცხოვრება თქვენს შვილებსაც უნდათ!
P.S.
დიდი ხანია ვაკვირდები ბავშვებს, რომელთაც მშობლების დეფიციტი აქვთ. ჩეხედეთ ხანდახან შვილებს თვალებში, ოღონდ იმის მოლოდინი ნუ გექნებათ, რომ თქვენი სახის ანარეკლს დაინახავთ, მანდ მხოლოდ შიში, სევდა და გაოცებაა