Wednesday, August 17, 2016

გაბოს ლექსი
სათამაშოდ არ მიდიხარ?
- ეკითხება გაბოს ბებო.
- შენთან ყოფნა მირჩევნია, 
დღეს შენ არ მიგატოვებო.
არა მყოფნის ჯერ სიტყვები
და კარგად ვერ გეუბნები,
უფრო ძლიერ მეყვარები,
როცა დიდი გავიზრდები.
ახლა ვიცი, რომ ყველაზე
ლამაზ ზღაპარს მომიყვები.
მე კი გვერდით მოგიჯდები
და სმენით არ დავიღლები.
- მოგიყვები, მაშ რას ვიზამ,
ლამაზ ზღაპარს გაჩუქებო,
ხაჭაპურსაც გამოგიცხობ,
შემოგევლოს შენი ბებო,

კომენტარები
Eteri Matsaberidze გაბოს შევცვი სანდროთი და ჩემს ბიჭს ისე წავუკითხავ.მერე წამდაუწუმ მეტყვის ცემზე დაწერილი ლექსი მითხარიო.სულ ასე ვიქცევი.კობა ბაბუ ხომ არ გეწყინებათ?
Tamar Fularia
დაწერეთ პასუხი...
ლალი მამუკაშვილი gaboooooo shemogevleeeee, patara xar magram diiiiidi vajkaci xr ukve!!!! gakoceeee 
Tamar Fularia კობა ჭუმბურიძეს - ეს რა სიურპრიზი დაგვხვდა ამ დილით კობა ბაბუსგან მე და გაბოს, გაიხარეთ, ჭკუაზე არ ვარ, ახლა თბილისში ვარ ვაპირებ კობა ბაბუს ლექსები ვუყიდო გაბოს, ამ ლექსს რომ წაიკითხავს გაუხარდება. მადლობაააა, უზომოდ გამახარეთ! გვიყვარხარ კობა! 
კობა ჭუმბურიძე ხაჭააპური გაბოს ჩემს სახელზე !  
Tamar Fularia ხაჭაპური თქვენ გეკუთვნით, უზომოდ გამახარეთ!
Tamar Fularia

დაწერეთ პასუხი...
Tamar Fularia კობა ჭუმბურიძეს: ტელეფონით ველაპარაკე გაბოს და წავაკითხე, გაუხარდა, ბებო ეს იმან დამიწერა ვის ლექსებსაც მიკითხავდი კომპიუტერშიო? ჰო- თქო და " უნდა დავეზეპირო ხომ ბებო, მაგარია!"- მომაძახა გახარებულმა
კობა ჭუმბურიძე გენაცვალოს კობა ბაბუთქო  თუ რომელიმე ლექსს გაიზეპირებს და ტელეფონით გადაუღებთ და ჩემს გვერდზე დადებთ, ახალი ენერგიით აღვივსები და კიდევ ბევრ ლექსს დავწერ 
მერიდე ხმალაძე კობა ჭუმბურიძე კობა ბაბუ-სასწაული ბაბუ...საყვარელი ბაბუ ყველა ბებიასთვის...ვოტ ტაკ...მიყვარხართ უნიჭიერესო და უთბილესო კობა ბაბუ...პატივისცემით ნონა 55 წლის...ემიგრანტი მოსკოვიდან.
კობა ჭუმბურიძე მეც მიყვარხართ ყველა, ვისაც გიყვართ საბავშვო ლექსები.
სიყვარულით, კობა 60 წლის, თბილისიდან