Monday, June 6, 2016

                                                             გაბოს  ანბანის ზეიმი  

    აი მე და გაბომ ჩავამთავრეთ პირველი კლასი. ანბანის ზეიმის წინა ღამით თითქმის არ ეძინა რამე არ შემეშალოსო, მაგრამ სულ ტყუილად, არაფერი შეშლია. ექსკურსიაზეც სიხარულით წავიდა, ძალიან მოეწონა გოგებაშვილის სახლ- მუზეუმი. ამ წელს ორი საპრიზო ადგილი მოიპოვა ჭადრაკში. სკოლაში კაი ყმის სახელი აქვს, მეგობრობს უფროსი კლასის მოსწავლეებთან, ყველას უყვარს, ზრდილობიანი და ყოჩაღია, მოკლედ ღირსეული კაცი ღირსეულად გადავიდა მეორე კლასში. მინდა გავიხსენო, თუ როგორ ვეძებდით მე და გაბო სკოლას და როგორ თბილად მიგვიღეს ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმში.
არქივიდან
მე და გაბო ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმში მივდივართ გასაუბრებაზე. გაბო ხმას არ იღებს ცუდ ხასიათზეა
- რა ხდება გაბო?- მივეფერე მომავალ მოსწავლეს
- ცუდ ხასიათზე ვარ ბებო, რომ ვერ ვისწავლო?
- რას ამბობ გაბო, როგორ ვერ ისწავლი!
- არა მგონია მაგარი ბიჭიაო თქვან!
- მიყვარს ცეკვა-თამაში იმღერე, მოეწონებათ
- მაშინ დებილიაო იტყვიან, სკოლაში მოდის და კიდევ ცეკვა-თამაში უნდაო?!- გამეცინა, მართალი თქვა
- დამყნოსნე ბებო, რა სუნია?
- ვარდი რომ მოწყვიტე იმის სუნია გაბო!- ვხედავ ნერვიულობს, ამასობაში გამცილებელი ქალი მიეფერა, გამოელაპარაკა და ბილეთი აუღო, გაბოს გაუხარდა და ბილეთი შეინახა, არ დავკარგავ,ჩემი პირველი სამგზავრო ბილეთიაო. სკოლაში მისულები ძალიან თბილად მიგვიღეს, გაბო ძალიანაც მოეწონათ და რეგისტრაცია გავიარეთ.საჯარო სკოლამ ერთი დღის გამო ( გაბო 16 სექტემბერს არის დაბადებული) არ მიიღო , მაგრამ კერძო სკოლამ ფართოდ გაგვიღო კარები
ვაშა, გაბო სკოლაში მიდის! მე მგონი კარგად ისწავლის ჩემი გენიოსი.