მსოფლიო ჩემპიონატი ნარდში
2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ნარდში თბილისში სასტუმრო მერიოტში ჩატარდა. დაუვიწყარია ჩემთვის ის ერთკვირიანი დღეები. მადლობა მატას, რომ ამის საშუალება მომცა, როგორც ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად მონაწილეობის უფლება მისი დაფინანსებით მივიღე. დავდიოდით მე და მარინა (პირველი, რომელსაც ნარდის სამყაროში დავუმეგობრდი და ძალიან შემიყვარდა) და ვეთამაშებოდით ყველას. გავიცანით ნარდის მოყვარული სპორტსმენები, ვეთამაშებოდით მამაკაცებს, რათა გაგვემყარებინა ჩვენი ცოდნა ევროპულ ნარდში. მართლა ბევრი რამ ვისწავლეთ. საოცარი ის იყო, რომ მამაკაცებს ვუგებდი. ერთ-ერთმა სიმპათიურმა ინგლისელმა მამაკაცმა მოგების შემდეგ ხელი ჩამომართვა და ღიმილით მითხრა, ინგლისის ჩემპიონს მოუგეთო. მოკლედ 13 მაისს ღამის 9 საათზე დაიწყო ქალთა შეჯიბრი. მე და მარინამ გერმანელ რეჯინასთან წავაგეთ, მაგრამ მთავარი იყო ნანამ რუსი ქალი დაამარცხა, საბოლოოდ მე მესამე ადგილი მერგო, მეორე - რეჯინას და პირველ ადგილზე კი ეკა ძანძავა გავიდა (გალიდან).
No comments:
Post a Comment