გაბოს და ჩემი დიალოგი
დილით გაბოს ვაღვიძებ, ბაღში უნდა წავიყვანო. გაბო ჭიჭყინებს.- მეძინება, ღამე საერთოდ არ მიძინია, დაძინებული უნდა წავიდეთ ბაღში?!
- გაბო, ყოველ დილით რატომ მეჭიჭყინები, არ მოგწონს ბაღი?
- არა, ყველა ზედ მახტება!
- რას ლაპარაკობ! ვინ გახტება ზედ?
- ბოდიში, რომ გატყუებ, ბაღში მხიარულდები, გეხუმრე უბრალოდ! შეიძლება პატარაზე დრო მქონდეს, აქ ვიყო?
- კარგი!
- ბაღში არ მივდივარ!- წამოიძახა გაბომ.
-რა თქვი გაბუკა?
- კედელს ვეუბნები შენ კი არა, რომ ბაღში არ მივდივარ, შემომყევი აბაზანაში რაღაც ხმა გამესმა და მეშინია!
- გაბო, მოდი ჩაგაცვა თბილად, უკვე აცივდა!
- ბებო არ ჩამაცვა თბილად, ოთხი წლის რომ ვიყავი მაშინ არ მციოდა, ახლა ხუთი წლის ვარ როგორ უნდა შემცივდეს! სად არის ჩემი ლეგო?
- არ ვიცი გაბუკა!
-კინაღამ ბოლომდე დამიკარგეს ხომ?!
მოკლედ გაბომ იმდენი მეტიკტიკა შინ დავტოვე.
- ბებო არ მივდივართ ხომ ბაღში?
- ჰო, წვიმს, გეზარება და დარჩი.
- იეს, მაგარია, ბებო ხვალ და ხვალის ზეგაც სახლში ვიქნები ხომ?
- კი გაბო!- გახარებულმა გაბომ ბევრი კოცნით დამაჯილდოვა.