ზღვაზე
ბავშვები თამაშობენ, გაბო ჭიჭყინებს, არ უნდა წაგება.-ეს ხომ თამაშია, რატომ ტირიხარ?- ამშვიდებენ გაბოს.
-მერე რა რომ თამაშია!
- ბაჭიას "კუპალნიკი" უნდა ჩავაცვა!- გამოაცხადა თინამ.
- ეს როგორ?- ეკითხება თამარი
- რა პრობლემაა!- პასუხობს გაკვირვებული თინა.
- აბა რაშია პრობლემა თინა?- ეკითხება დედამისი.
- პრობლემა მსოფლიოშია!- წარმოთქვა თინამ, რომელსაც მთელი სამყაროს პრობლემა მხრებით დააქვს. უცებ თამარს ცხვირიდან სისხლი წასკდა.
- ახლა პანიკაში არ ჩავარდეთ!- გამოუცხადა საზოგადოებას თამარმა.
-პარაშოკი, პარაშოკი!- აყვირდა გაბო.
- პარაშოკი კი არა პარაშუტი- შეუსწორა თამარმა.
- რა კარგია გალურჯვა! (გარუჯვა)- თქვა თვალმინაბულმა, მზეზე წამოკოტრიალებულმა გაბომ.
- მაცირალის (მაცივრის) წყალი მინდა!- ინატრა თინამ.
- ამ ბავშვებმა ხომ ლაპარაკი ვერ ისწავლეს!- ბრაზობს თამარი.