ღობის მხატვრები
ბავშვები ღობეზე ხატავენ.თამარი: ეთო რას ხატავ?
ეთო: პეპი გრძელწინდას,შენ?
თამარი: მეც პეპის ვხატავ!
გუჯა: ორივენი რომ პეპის ხატავთ, სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ?!
თამარი: შენ რას ხატავ ვაჟბატონო?!
გუჯა: ტომ სოიერს!
თამარი: ტომ სოიერი რითი ჯობია პეპის?!
თინა: მე ყვავილს ვხატავ!
გუჯა: შენ ხვლიკი უნდა დახატო!
თინა: ხვლიკი არ დავხატავ!
გაბო: რა ბანძობანაა, მე ხეს ვხატავ, თინა შენ დადიოდი ვაბშე ხატვაზე, რატომ ხატავ?!
თინა: დებილო! შენ დადიოდი?
გაბო: კი, ცოტა დავდიოდი! ეთო რა ლამაზობანას ხატავ!
თინას და გაბოს ლექსიკონი
გაბო: თინა, ჩემი დედა შუქურობანაა, შენი დედა კი ყიდულობანა!- გაბო, რას ნიშნავს ეს სიტყვები?- ვეკითხები გაბოს.
- ლელა შუქებს ანთებს, მატა ყველაფერს ყიდულობს, ყიდულობანაა!
- არა, ჩემი დედიკო ცოტახნეობაა!- ბრაზობს ციცქნა თინა.
- ეს რას ნიშნავს თინ? - ვეკითხები ახლა თინას.
- ცოტახნეობაა, ცოტა ხნით მოდის და მიდის!- განმიმარტა თინამ.