Tuesday, July 28, 2015

                                                      ჩემი ჭკვიანი კოსმონავტები 

გაბო სადილობს, მოსწონს ჩემი ნახელავი
- ბებო, მიყვარხარ, ძალიან გემრიელობანას  აკეთებ, უღრმესი მადლობა, სამზარეულოს დედოფალი ხარ!
- მადლობა გაბო, რომ გაიზრდები იმედია გამიხსენებ, სასაფლაოზე მომაკითხე და დამელაპარაკე ხოლმე!-  გაბომ შემომხედა, დაფიქრდა 
-  ბებო, შენ რომ მოკვდები, მერე მეც რომ მოვკვდები, სულები ჩავეხუტოთ ერთმანეთს! 
- შენ არასოდეს არ მოკვდები გაბო!-გაეღიმა
- ყველა უნდა მოკვდეს ბებო! - მითხრა და ხელის დასაბანად წავედით
- ხელებს რომ ვიბანთ ის წყალი სად მიდის ბებო?
- კანალიზაციაში!
- არა სულ,სულ ბოლოს მაინტერესებს!
- აააა, მერე ზღვაში!
- ტუალეტის წყალიც ზღვაში მიდის?- მკითხა გაკვირვებულმა
-  ჰო, გაბო!
- მერე ჩვენ იქ რატომ ვბანაობთ?ესეიგი ზღვა ჭუჭყიანია!
-მერე იფილტრება! - საღამოს ვწვებით, მე და გუჯა ვსაუბრობთ
- მე მგონი უცხოპლანეტელები არ არსებობენ, იქაც და აქაც ჩვენ ვართ, უდროობაა და ვმოგზაურობთ, ალბათ საიდანღაც გვაკვირდებიან, ახლა კიდევ ერთი პლანეტა აღმოაჩინეს!
- შესაძლებელია გუჯა!
- არ იპარაკოთ, მეძინება! წარმოთქვა მიბნედით გაბომ, მერე რამ მოუარა არ ვიცი ჩაგვერთო ნახევრად მძინარე
- დედამიწაზე ძალიან ბევრი წყალია, შეიძლება სულ ჩავიძიროთ, ცოტა რომ არის მიწა იმიტომ, საერთოდ ქვა საიდან წარმოიქმნა ბებო? ლავა და წყლისგან მგონი!
- შენ ესენი საიდან იცი გაბო?
- ვიცი ბებო! ენა სვანური იყო პირველად, სულ, სულ პირველად სვანეთიდან ჩამოვედით!
- ეს საიდან მოიტანე გაბო?- ვეკითხები გაკვირვებული
- მახსოვს ბებო, მე მინდა კოსმონავტი გავხდე ამერიკაში!
- მეც ამერიკაში წავალ და მერე ახალ პლანეტას აღმოვაჩენ!- თქვა თავდაჯერებით გუჯამ
- კი მაგრამ ამერიკაში რატომ მიდიხართ?- მივმართე ორივეს
- ბებო, აბა აქედან ხომალდი ხომ ვერ გაფრინდება, საქართველოში არ არიან კოსმონავტები!- "გამიასნა" გუჯამ
- კარგით ჩემო ასტრონავტებო დაიძინეთ!
მოკლედ ელოდეთ ახალი პლანეტების აღმოჩენას.







                                                               გაბუკა მლოცავს

გამაგიჟებს ეს ბავშვი, დავაპურე ამაღამ, დავბანე, ლოგინში ჩავაწვინე
უკვე ოთახიდან გამოვდიოდი, რომ დამიძახა,
უკან მომაბრუნა, ჩამეხუტე რაღაც უნდა გითხრაო.
ლოგინზე ჩამოვჯექი,-
 - რა უნდა მითხრა გაბო?
- ბებო ღმერთმა დაგლოცოს, კარგი ბებო ხარ და იმიტომ,


რამდენს შრომობ, დარბიხარ ჩვენთვის!

Monday, July 27, 2015

                                                  მე  წყნეთში

წყნეთში ყოფნისას   თამუნამ ფოტოშოპი მოაწყო, მას ეს  კარგად  გამოსდის, მეც დამაფიქსირა წიგნით ხელში. როცა წიგნს ვიღებ ხელში რომის პაპის ცნობილი ფრაზა  "deus le volt" მახსენდება. მართლაც მახვილივით მიჭირავს წიგნი,   ვიბრძვი, დავსდევ ბავშვებს, ხელში წიგნს ვაჩეჩებ  წაიკითხეთთქო მაგრამ.... გულსატკენია, რომ წიგნი, ხელოვნება კარგავს თავის მრევლს.  ტელევიზიას, ვიდეოტექნიკას დღეს კომპიუტერი მიემატა და გვართმევს მკითხველს, მსმენელს. ჩემებში მარტო მე არ გამოვდგები მისაბაძად, კი მიჭირავს ეს წიგნი, მაგრამ რა.... დიდ სიბნელეში ოდნავ მოკიაფე სანთელივით ვარ ალბათ. ნეტა რა ხერხებსა და საშუალებებს უნდა მივმართოთ, რომ თუნდათ დროებით მაინც მოვწყვიტოთ ინტერდამოკიდებული მოზარდები კომპიუტერს და წიგნისკენ გავახედოთ. როგორი რთული გახდა დღეს შვილების ხასიათსა და შეხედულებში ოდნავი კორექციის შეტანაც კი.  იქნებ  არ არის სანერვიულო?! ეტყობა ჩამოვრჩი, რა ვქნა მე აწი ვერაფერი გამომასწორებს, მე ჩემს თავს წიგნის თაობაში გაზრდილს ვეძახი.












Wednesday, July 22, 2015

                                                    ირინა მემშვიდობება

ირინა დღეს უნდა წავიდეს, მალე სურამში მიდიან,  ცუდ ხასიათზეა.სამზარეულოში ვფუსფუსებთ, ბავშვებს საუზმეს ვუმზადებთ.
- ნე უხადი, მალე  ჭამა მოვა!- გასძახა უხალისოდ ირამ  რომელიღაცას
- ია წყნეთი თქვენთად ერთად ხაჩუ, ა სურამი ძალიან  დალეკო, ტამ უფრო ხოლოდნა, ია ძალიან მცივანა!- ამ დროს თამუნა შემოვიდა (ჩვენი 19 წლის ახლობელი)
-რატომ ტაკ პოზდნა ადექი!- ეკითხება ირა
- მთელი ღამე თავი მტკიოდა, დილისკენ დავიძინე, ალბათ წნევა მქონდა!- უპასუხა შეწუხებულმა თამუნამ
- წნევა? რა დროს შენი წნევა!- აღშფოთდა ირინა, შემდეგ დაფიქრდა და დაამატა- თუმცა რატომაც არა, ა მოჟეტ ბიტ კაკოიტა კიკი უ ტებია ( შაკიკი)!- გაგვეცინა
-  უი, და, შაკიკი ნაზივაეტსია!- გაასწორა ირინამ - აი მეც, კაკ  ნაზივაეტსია, და, ცული, კაკბუდტო ცული მირტყამს თავში
- იქნებ იმიტომ ვგრძნობდი თავს ცუდად რომ ცუდი ამბავი გავიგე!-წარმოთქვა დანაღვლიანებულმა თამუნამ
- ჩტო ზა ცუდი ამბავი?- დაინტერესდა ჩვენი რუსულის მასწავლებელი
- ოცი წლის ბიჭს თავი მოუკლავს!
-უი,რატომ თავი მოიკლა, თუ სიყვარული?  შტერია, ილი იქნებ პრაიგრალ, რა არის ეს! ყველა ახალგაზრდა პაგიბაიუტ, დაზარალებული თუ წააგო ჩტო დასტ!
- მატა მალე მოვა ნეტავ!- იკითხა თამარმა
- ინტერესნა ნა დესიტ მინუტ პრიდიოტ ილი მეტი ხანი დარჩება, ანა დაკავებული ძალიან!- ამ დროს დედამისმა დაურეკა, ირინამ საუბარი დაამთავრა და დაილაპარაკა
- მამა უ მენია ძალიან ჩალიჩნაია, პატარა ბავშვივით მელაპარაკება, ვინმემ ხომ არ გაწყენინაო, ვაბშე ტა ია ტოჟე ასეთი, ჩემი გოგო დლია მენია ვსიო, გიჟი დედა ვარ, ა ეტა ჟენშინა სკოლკა ა პირადი გავარილა (ჩვენთან მოსულ ერთ  პირად ცხოვრებაზე შეწუხებულ ქალს გადასწვდა ), პირადი, პირადი, კაკაია პირადი კაგდა მას ასეთი შვილები ეზრდება, პირადი სამ პრიდიოტ, ბოგ პრიშლიოტ, რაზვე მოჟნა ა პირადი ამდენი ილაპარაკო, ჩემი პირადი ეტა ჩემი დევოჩკა!-დაამთავრა მონოლოგი ირამ და ტელეფონით შემოსულ მესიჯს დახედა, ეტყობა რაღაც სარეკლამო შეტყობინება იყო
-მონტაჟი, ი ტაკ უნდა ექნათ უფასოდ, ცანცარები!- წარმოთქვა გაბრაზებით, შემდეგ მოგვიბრუნდა- დავაიტე კაკლის ძირში კოფე ვიპიმ, ა ვი დეტი პური მიაყოლეთ!- კაკლის ძირში ყავა მივირთვით, ირინამ ცრემლიც გადმოაგდო, არ მინდა წასვლაო
- სკუჩატ ბუდუ, არ მინდა ტუდა!
-შეგეხმიანები ტელეფონით!-დავამშვიდე მე
-და,და,აბა როგორ, ია მერე მოვალ სუდა! - ასე დავემშვიდობე ჩვენს რუსულის მასწავლებელს, რომელმაც მეც ხელახლა ამადგმევინა რუსულად ენა.











                                                 კომპლიმენტები

გაბო და თინა აიპადზე ზიან
- მოდი, ეთოც ზომბობანა ვათამაშოთ და გავახდინოთ ბავშვი!-წინადადება წამოაყენა თინამ
- ხარაჩო!-დაეთანხმა რუსულის კარგად მცოდნე გაბო-წუხელ სიზმარში ავსტრალიაში ვიყავი, დაკომპორთული მანქანა ვნახე!-წაიტრაბახა გაბომ
-აფერისტი ხარ!- დატუქსა თინამ, მერე დედამისს მიმართა- დე, არ გინდა ფული, არ დააგროვო, აიპადის დასატენი ხომ გვაქვს?!
- ჯოჯოხეთში მოხვდები გაბო აფერისტობისთვის!-მკაცრად მიმართა გუჯამ.გაბო მოიბუზა
- გაბო მოდი, ერთად ვითამაშოთ!- დაუტკბა თინა
- ის პონტი ვითამაშოთ თინა!- გაიბადრა გაბო
- შენ ვაჟკაცი ხარ!-ესროლა კომპლიმენტი თინამ
- შენც მაგარი ხარ!- დაუბრუნა გაბომ
- გეძინება, დაწექი!- დაუყვავა ისევ თინამ
- პირდაპირ რომ დავწვები გაგამიარებს ძილი!- წარმოთქვა მიბნედილმა გაბომ
-გაბო, რა საყვარელი ხარ!-გაუღიმა თინამ და ერთმანეთს ჩაეკონნენ









Wednesday, July 15, 2015

                                          მატას მოლოდინში

 გაბო  უთენია თვალებს ახელს, იზმორება და ნეტარებით ამბობს
- რა კარგია, დღეს მატა მოვა, მწვადებს შევწვავთ, მაიკროფთს მოგვიტანს, კი გვაქვს მაგრამ უკეთესს მოგვიტანს, ყველაზე კარგი სიმდიდრე დაიმონდია,,ყველაზე ბანძი ზომბია!- ამის თქმა და ისევ ჩაყვინთა. დილით როგორც კი წამოიშალნენ რა თქმა უნდა ყველანი მატას ამოსვლაზე და დისკზე საუბრობდნენ, მოკლედ ჭიშკართან ცქმუტავდნენ
-  ნეტა მალე მოვიდეს!- ინატრა გაბომ
- დედას ტელეფონით ველაპარაკე, დღეს არ მოდის!- თქვა დემონსტრაციულად და ამაყად თინამ და საზოგადოებას დამცინავად გადახედა. ყველანი აჭყიპინდნენ, ნირი წაუხდათ ეთოს და გუჯისაც, გაბო  ატირდა. უყურა ცოტა ხანი თინამ და მიაყვირა
- ვიხუმრე  შე დებილო!









                                        კამათი

გაბო საპირფარეშოშია,თინა კარებს  აღებს, უცებ ტირილით გამოდის                                 
 - დებილო, გამიფხანდა ფეხი, რატომ  ჩამარტყი?  - გაბოც გამოდის და გაბრაზებით მიმართავს თინას
-ახლა  შეიძლება გამოიყურო, გამოვედი ტუალეტიდან! - ცოტა ხანში თინა ასმენს გაბოს
- ბებო, მთელი ძალით სტომატიტში ჩაარტყა გაბომ თამარს!
- ღირსი იყო!- უკან არ დაიხია გაბომ
- შენ თვითონ ხარ ღირსი, წვერი რომ ჩამარჭვე?
- შენც რომ მასობდი წვერს?!- ვარდის ეკლებზე საუბრობენ. ცოტა ხანში ისევ ტკბილად ბაასობენ
-ისევ ისპონტი ვითამაშოთ!- წამოიყვირა გაბომ
- გაბო გაბრაზდება და ეგრევე  რიგდება!- დაასკვნა კმაყოფილმა თინამ






                       უწმაწური სიტყვების კორიანტელი

გაბო აღშფოთებული მორბის
-ბებო, თინამ კინაღამ ცუდი სიტყვა თქვა!
- არ მჯერა გაბო, თინა ცუდ სიტყვებს არ ამბობს!- გავიკვირვე მე
- კი, ბებო, იდი ნა ხ-იო!
- ვაიმე, საიდან მოიტანეთ ეს სიტყვა?
-  აბა მე რა ვიცი!- თვალები დაჭყიტა გაბომ
- თვითონ "თექსო"მითხრა!- აჭყიპინდა თინა
- გაბო!- ახლა გაბოს ვესროლე განმგმირავი მზერა
- ბებო, მეგობარი მყავს, ყურზე ორი ხალი აქვს და ვუთხარი მოგიტაცებენ და სექსს გაგიკეთებენო, ეს უნდა მეთქვა!- თავი იმართლა გაბომ. ვერ გადამეწყვიტა როგორ დამესაჯა ეს მატრაკვეცები, რომ თინამ მიაყვირა
- გაბომ  თქვა იდიოტი, ხომ ცუდი სიტყვაა?!- ჩამეცინა
- რამდენჯერ გამასკდინა გული?!- ამოიოხრა გაბომ
- იმაზე ცუდი არა,რაც ადრე თქვით, რასაც ყურს მოჰკრავთ ყველაფერი კი არ უნდა გაიმეოროთ
- მე არაფერი არ მოვკარი ყური!- წარმოთქვა თინამ ამაყად და ოთახში შევიდა





მძიმე ქელეხი

"გვინდა არ გვინდა, ჩვენ ყველანი მოთხრობები ვართ, დავდივართ და ერთმანეთს ვკითხულობთ. ზოგი მოწყენილია, ზოგი იმედით სავსე, ზოგი ტრაგიკული" 
გოდერძი ჩოხელი
ამ დღეებში ჭირის სუფრაზე დავსხედით მე და ჩემი მეგობარი. გვერდით სანდომიანი, სიმპათიური, სამოცდაათწლამდე ასაკის ქალბატონი მომიჯდა. მიცვალებულის შესანდობარი რომ წარმოთქვა სუფრის წინამძღოლმა, გვერდით მჯდომმა ქალმაც ჭიქა ასწია "ნათელი დაუმკვიდროს უფალმაო" მომმართა და შემომთავაზა მეც დამელია.
ქართული სუფრა მართლაც ჭამა–სმის რიტუალი როდია, მას საოცარი ძალა აქვს, რომ ელვის სისწრაფით დაახლოვოს ადამიანები ერთმანეთს.საუბარი გავაბით. ჩვენს წინ ლამაზმა, ვულგარულად ჩაცმულმა ახალგაზრდა ქალმა გაიარა, ის გრაციოზულად, გამომწვევად მიაქნევდა კურტუმოს, აშკარა იყო, მის უკან მიმავალ სპორტული აგებულების წარმოსადეგ მამაკაცს აწონებდა თავს.
– არა მგონია ამათ ჩვენი, მაშინდელი, მოკრძალება, სუფთა სასიყვარულო ამბები გაიგონ, ალბათ სასაცილოდაც არ ეყოფათ. დღეს სიყვარული და სექსი ლამის გაიგივებულია, სადაც სექსი დომინირებს ამაღლებულზე და სიწმინდეზე ლაპარაკი ზედმეტია!–წარმოთქვა სინანულით ახლადგაცნობილმა ქალმა. თანხმობის ნიშნად გავუღიმე, წინ მჯდომმა ახალგაზრდა გოგონებმა  ჩაიქირქილეს.
– გულდასაწყვეტია, იმის შეგრძნება, რომ შენს ირგვლივ არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც მისაბაძად გამოდგება! – გააგრძელა მან და თვალებში ცრემლები ჩაუდგა. მივხვდი, ცხოვრებაზე ძალიან გულგატეხილი იყო. ამასობაში მეორე სადღეგრძელოც წარმოითქვა, მან ისევ დაცალა ღვინო.
– შვილია ადამიანის საბოლოო შედეგი, თუ შვილმა არ გაგიმართლა ყველა შენი სიხარული ამაო ყოფილა!- წარმოთქვა სადღეგრძელოსავით
– მართალი ბრძანდებით, ფანჯიკიძისა არ იყოს შვილი მართლაც გვირგვინია მოღვაწეობისა, ჩვენი ცხოვრების არსიც ხომ ეგ არის, ქვეყანას შენზე უკეთესი ნაშიერი დაუტოვო!– მივმართე თბილი, მშვიდი ტონით. რაღაც უაზროდ შემომხედა.
– ოთხი შვილი სიმწრით გავზარდე მარტოკამ, ყველას ვასწავლე, როგორც შემეძლო გვერდში ვედექი, შვილიშვილებიც გავზარდე, ახლა კი!...– დადუმდა. პაუზა ძალიან დიდი გამოუვიდა. ნეტა რა მოუვიდა, ცნობისმოყვარეობა არ მასვენებდა, შევხედე, აწითლებულ ცრემლიან თვალებში უდიდესი სევდა და ტკივილი დასადგურებოდა. გული ჩამეწვა. კითხვის დასმა ვერ გავბედე,, ველოდებოდი როდის ამოიღებდა ხმას.
– ახლა ქუჩაში ვაგდივარ, ჩემი პატრონი არავინაა, ლორთქიფანიძის თავსაფრიანი დედაკაცისა არ იყოს, მეც ლეჩაქდახურული დავეხეტები, ჯერ არ ვიცი საით წამიღებს ბედისწერა!
– არ ინერვიულოთ, მეც ბევრი გასაჭირი შემხვდა, ბევრმა ქარტეხილმა გადაიარა ჩემს ოჯახზე!– ვეცადე დამემშვიდებინა
– შვილები გყავთ?– მკითხა ირონიულად
– კი!– მოვჭერი მოკლედ, არ მინდოდა რაოდენობა და ჩემი ტრაგედია მეხსენებინა.
– ალბათ თქვენც დიდი შრომა გასწიეთ და გაისარჯეთ მათ გამო ხომ?!– თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
– მერე დაგიფასდათ?!– მკითხა გაღიზიანებული ტონით
– ვხედავ განათლებული ქალბატონი ბრძანდებით, არ გესწავლებათ, რომ დაფასების გამო არ ვაკეთებთ,  ესეც არ იყოს, აბა შვილები როდის არიან კმაყოფილები!
– ჰო, მაგრამ ის რაც მე დამმართეს!.... უცებ მწარედ ატირდა, ცხვირსახოცი სახეზე აიფარა
– ქალბატონო ლონდა, მოულოდნელად შვილმა შეიძლება ისეთი შემოგილაწუნოს რომ მისმა ხმამ მეორე უბანიც გააყრუოს, დამშვიდდით, ყველაფერი მოგვარდება ალბათ! 
– თქვენ რა გვარი ხართ?– მომიბრუნდა უცებ. გამიკვირდა გვარი რაში აინტერესებსთქო,   უხალისოდ გავეცი პასუხი
– ასეც ვიფიქრე, თქვენ უბრალო ქალი არა ხართ და არც იმის უფლებას მისცემთ ალბათ ვინმეს შეურაცხყოფა მოგაყენოთ!– მიპასუხა ხმაჩახლეჩილმა,მხარზე ხელი დავადე,მინდოდა თანაგრძნობა გამომეხატა.
– მინდა ახლა მე სიცოცხლე?! არა შვილებს არ უნდა გადაჰყვე!
-– თქვენ ხომ სხვებიც გყავთ, იმ ერთმა გატკინათ გული, სხვასთან მიდით!- გავუღიმე ნაძალადევად
–რომელთან? იმ ორთან რომელნიც მიკიჟინებენ, ვისაც გადაჰყევი იმან მოგხედოსო, თუ იმას, რომელიც უცხოეთშია და ცოლ–შვილს ძლივს არჩენს, იმან არც მინდა გაიოგოს.
– ახლა რას აპირებთ, რაიმეთი ხომ არ დაგეხმაროთ?!იქნებ ყველაფერი მოგვარდეს!
– რა უნდა მოგვარდეს, გული საბოლოოდ მკვდარი მაქვს და მკვდარი გულით რა მნიშვნელობა აქვს სად დავივანებ, ალბათ მოხუცთა თავშესაფარში ვეცდები დავსახლდე თუ შესაძლებელი იქნა, მორწმუნე ადამიანი ვარ და თავს ხომ ვერ მოვიკლავ, ისე მართლა, არსებობს ჯოჯოხეთი თუ გვატყუებენ?– მკითხა ღიმილით
– ვერ გეტყვით, მაგაზე მეც ბევრი მიფიქრია, მაგის შიში რომ არა, წარმოიდგინეთ ალბათ ნახევარი დედამიწა თავს მოიკლავდა!- ვუპასუხე დარწმუნებით– მე ვეცდები რაიმეთი წაგეშველოთ ახლობლებში გავიკითხო!
– არამც და არამც მეც მყავს საახლობლო, სხვა რამ მანადგურებს.... დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს!....–წარმოთქვა სასოწარკვეთილმა, მივხვდი ნათქვამის იქეთ კიდევ რამდენი უთქმელი ფრაზა თუ მოსაყოლი ამბები ირეოდა მის თავში.
– ეჰ, ეგ რომ შესაძლებელი იყოს....- წარმოვთქვი მეც დანანებით,
" გულს მომავალი აცოცხლებს მხოლოდ
აწმყო ყოველთვის სევდით სავსეა" – წამოვიწყე ჩემდაუნებურად უცებ პუშკინი, იქნებ ეს სანდომიანი, ინტელექტუალური ქალი ცოტათი გავახალისოთქო
მან ეთი ჭიქა ასწია, სათქმელი თქვა და მომიბრუნდა
" ჩემს სულს დაესხენ, უცხო ხარ ჩემთვის,
აწ გამკიცხავ თუ ბოდიშს მომიხდი,
აღარ მანაღვლებს და ესღა მეთქმის, 
რომ შენს წინაშე ქედს არ მოვიხრი"... მიპასუხა ლერმონტოვით, შემდეგ წამოდგა, გამიღიმა, მადლობა გადამიხადა და ნელი ნაბიჯით გავიდა დარბაზიდან. წავიდა და ჩემი რაღაც უდიდესი ნაწილი გაიყოლა. ვიჯექი და ვფიქრობდი, რატომ მეცნობა ეს ამბავი,სიზმარში ვნახე, თუ თავად გადამხდა ყველაფერი?! მყისიერად რომ გავაანალიზე მივხვდი ასეთი და  ამის მსგავსი საწუხარი უამრავი დედისგან მომისმენია.რა ხდება ნეტავ? სიყვარულის და სექსის გაიგივებისა არ იყოს იქნებ დედა–შვილობის მადლი და არსიც ჩაძირა ამ ცივილიზაციამ?!





Monday, July 13, 2015

                                     ჩემი და ირინას (რუს. მასწავლებლის) ერთი დღე

– ოი, უ ვას ძალიან მაგარი დედა,  სნეი ნა ლიუბოი ტემე ვლაპარაკობთ:  ხელოვნება, ლიტერატურა! – მაქებს მატასთან ირინა. მოკლედ მე და ირინა ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. აი გუშინდელი დილა ასე დაიწყო, ირინა აღშფოთებული მიყვება ბავშვებიდან ყველაზე ჭირვეულ თამარზე
– ანა მთელი ღამე სპატ ნე დალა, ჯერ გავარიტ, დათუნიას მეშინია, ია ვზიალა ი გავიტანე დათუნია, პატომ ამბობს სარკე ბაიუს, გავბრაზდი, ია ჟე ნე მოგლა მებელ გამეტანა იზ ოთახი, ბოჟე მოი, ჩტო ეტო ტაკოე, მორიგი შოუ უსტრაივაეშ?!– მიმართა ახლა თამარს. შემდეგ ჩვეულებრივ ვზრუნავთ ბავშვებზე, ირა ხან ლექსებს ამეორებინებს, ხან ეხვეწება დავჯდეთ ვიმეცადინოთო.
– გაბო, მანახე ნოს!– გაბოს ხელი ხან თვალთან მიაქვს, ხან ყურთან
– ნეტ, გაბო, ეს თვალია!
– თინა, თქვი როგორ არის რუსულად ხელი?!
– ნაგა!– პასუხობს მორიდებით თინა
– უიმე, ეს ხომ ფეხია?!
– გაბო, დაითვალე რუსულად!
– რას, დვა, ტრი, პლიატ!– ჩამოარაკრაკა გაბომ
– ნი პლიატ ა პიატ და რატომ პერეპრიგნულ, ოთხი–ეტა ჩეტირე, რატომ გამოტოვე? ჩეტირე უფრო ტრუდნო გამოთქვა, პიატ ადვილია დამაინც ვერამბობ! – თამარს ეცინება
– შენ დვა გოდა ზანიმაეშსია და იცი, ა ანი ტოლკა, ტოლკა დაიწყეს, ნუ იცინი!
დღის მეორე ნახევარში თამარს დაბადების დღისთვის ვამზადებთ, ის ღამისთევით მიდის. მოკლედ თამარი გავისტუმრეთ. მოსაღამოვდა, ბავშვები დასაძინებლად მოვაწესრიგეთ.
– ვოტ, უჟე ბავშვები დაბანილი, სუფთა, ულაჟილი, ჩვენ კი სპაკოინა პოსმოტრიმ კინო!–
სერიალებისადმი რაღაც უსაშველო ალერგიული დამოკიდებულება მაქვს, ვერ ვუყურებ, რა მაქვს ჩაჭედილი ამ გონში არ ვიცი
– ირინა შენ უყურე, მე რამეს წავიკითხავ!– ვუთხარი  და ოთახიდან გასვლა დავაპირე
– შტო? "ჩემი  ცოლის დაქალები" ნე სმოტრიტე? დღეს საინტერესო სერიაა, დავაიტე პასიდიმ! – ირინას ხათრით მოვკალათდი ტახტზე. დუდუ დარბის საქმეების მოსაგვარებლად, ის მომენტია დაზარალებული გოგოს მშობლებს ფული უნდა შესთავაზოს.
– ვსე უ ნას პატიოსანი, ასე იციან მშობლებმა, რატომ ასტალას იქ? ფუ!– დაურთო დუდუს მონოლოგს კომენტარი ირამ. ვხვდები წინა სერიაში რაც ხდებოდა. დუდუ აგრძელებს საქმის მოკვარახჭინებას, რა თქმა უნდა არც ჩემი ირინა იშურებს კომენტარებს
– შტო დელაეტ ზედმეტი სასმელი ს ლიუდმი, ანა ტოჟე ნე ნაკლები, წესიერი გოგო რაზვე ბუდიტ საღამოს ოთხ საათზე კლუბში, რა უნდა?– აღშფოთებულია ჩვენი მასწავლებელი. დუდუ ახლა იმ ორ დაქალს ესაუბრება
– ანი ტოჟე იშო უარესი გააკეთეს, რა უნდოდათ ბიჭებთან , იშო ის შტერი გოგო ასტავილი ტამ, ნადაჟე!– საავადმყოფოში მისულ დუდუს ნირი წაუხდება, საშინლად ნაცემ–ნაბეგვი გოგოს დანახვაზე, ირასაც ლამის გული წაუვიდეს
– ოი, ბოჟე მოი, რა უქნიათ, ზვერი, რა ქნას ახლა დუდუმ?!– ახლა დუდუ შეებრალა ჩემს თანასერიალმაყურებელს. და როცა დუდუმ შვილს კარგად უთაქა ირას გაუხარდა
– ასე გინდა, ეტო არაკაცი!– ასე მაყურებინა ირინამ ერთ–ერთ სერიას. არ ვიცი შემდეგში რას ვიზამ, იქნებ ირინას კომენტარების ხათრით გავაგრძელო ყურება?!
 წამოვდექი
– არ წახვიდეთ, პადაჟდიტე, შემდეგ სერიაში შტო ბუდეტ ტოჟე ინტერესნა!– დამაინტერესა ირამ. უკვე თორმეტი გახდა მე და ირინა დასაწოლად მოვემზადეთ  რომ თამარი მოგვადგა მეგობარ გოგოსთან ერთად.
– ეტა შტო ტაკოე, ეს ხომ იქ უნდა ასტავალსია!– აღშფოთდა სერიანაყურებგანერვიულებული ირინა– ჩვენ უკვე დავლაგდით, პატარები როგორ უნდა შევაწუხოთ, ნუ ლადნა მე სამთან დავწვები!– წარმოთქვა თავისი გადაწყვეტილებით კმაყოფილმა ირინამ
-გამაგიჟა თამარი,  ხაჩუ სიმშვიდე! - დაამთავრა ღამის მონოლოგი რუსულის მასწავლებელმა.








Friday, July 3, 2015

                         ეზოში

ბავშვები ეზოში თამაშობენ, ზოგი ფეხშიშველა, ზოგს ზამთრის ფეხსაცმელი აცვია.
- თამარ ჩაიცვი ფეხზე!- ეუბნება დედამისი
- მაცალე ჩავიცმევ!- პასუხობს თამარი და თამაშს აგრძელებს
- როდის ჩაიცმევ , მომავალ ცხოვრებაში?
- კი, სამოთხეში!- არ დაიბნა თამარი.
- დე შენ რა გვარი ხარ?- დაინტერესდა თინა
- გულედანი!- პასუხობს ღიმილით დედამისი
- მამა რომ სურგულაძეა, შენ რატომ არ ხარ სურგულაძე, რა ღმერთმა მოგწერა?
- ბებო მე რომ ათი წლის ვიქნები, ეთო რამდენის იქნება?- დაინტერესდა გაბო
- თექვსმეტის! - უპასუხა გუჯამ
- თექვსმეტი წლის ეთო უკვე დედა გახდებოდა? - დაასკვნა გაბომ
- ბებო, დებილია ეს ბავშვი!- არ მოეწონა თინას გაბოს დასკვნა.
- გადამრევენ ესენი! - ბრაზობს ეთო





                    საუბარი კაკლის ძირში  

- თინა შენ ვინ უნდა გამოხვიდე?- დაინტერესდა თინას მომავალი პროფესიით გაბო
- კბილი უნდა ამოვიღო, ბევრი ფული მექნება!- ამაყად გასცა პასუხი მომავალმა სტომატოლოგმა
-შენ?- კითხვა შეუბრუნა თინამ
- მე კოსმონავტი და ექსპერტის გამკეთებელი!- უპასუხა გაბომ
- ნეტა რა ექსპერტი უნდა გააკეთოს!- გაეცინა თამარს
- ან ფულს ვინ გადაუხდის? - დაამატა გუჯამ
- ბებო, დებილია ეს ბავშვი, რა არის ექსპერტი?- მეკითხება სიტყვა ექსპერტის არმცოდნე თინა
- კოსმოსს შეისწავლის!- აუხსნა გუჯამ
- კოსმოსიდან ამბებს მოგვიტანს!- დაიჭყანა თამარი
- ბებო რა უნდათ ამათ, მაბრაზებენ!- შემომჩივლა გაბომ
- არა უშავს გაბო, დაწყნარდი, როცა იმუშავებ მიხვდებიან რა არის ექსპერტი!- დავამშვიდე ღიმილით.
- მე მგონი  არ ვიქნები მილიონერი!-წარმოთქვა სინანულით გაბომ


                       კაკლის ძირში

ბავშვები კაკლის ძირში ტრაპეზობენ, ზოგი რას სუსნაობს ზოგი რას.
- მატა დRეს მოვა?- იკითხა გუჯამ
- გუშინ ხომ იყო, დღეს რატომ უნდა ამოვიდეს? - ''გაუიასნა" საზოგადოებას ეთომ
- არ გეყოთ რაც მოიტანა მატამ?- ბრაზით გადაავლო თვალი მოტრაპეზეებს თამარმა.
- არ გვეყო!- გამოაჯავრა თინამ!- ბავშვებს ყოველდღე სურთ ამოვიდეს თოვლის ბაბუ და ათასნაირი სათამაშო-- სასუსნავებით გაანებივროს.
- რა, გაქვს მაგ თავში, რას ფიქრობ!- მიმართა თამარმა ჩაფიქრებულ გუჯას
-ჩემი თავი ძვირადღირებულია!- თავი მოიწონა გუჯამ.
- რატომ, ტვინის მაგივრად თავი ჰაერით რომ გაქვს გამოტენილი იმიტომ არის ძვირადღირებული? -მიაჭედა თამარმა
თინა და გაბო ახარხარდნენ
  -გატაშითია (გასათიში) შენი თავი!- წამოიძახა სარკაზმით გაბომ, შემდეგ თინას მიუბრუნდა
- თინა პური ჭამე!
- შენ თვითონ ჭამე თუ გინდა!- გაკაპასდა თინა
-ყველაფერში რომ მე მბანძავ, პურის ჭამაში ვერ მომბანძავ!- გამოაჯავრა გაბომ
- დებილო, არ გბანძავ, წადი დაიძინე!
- უკვე წამოძინებული ვარ, ახლა შენ დაიძინე!- დაუყვავა გაბომ.





                                  სეზონი გაიხსნა

  აი ისევ წყნეთში ვართ, მატას გადაწყვეტილებით, მეტი ყურადღება აკადემიურ მხარეს რომ დაეთმოს ( რუსულის მასწავლებელი გვყავს სახლში, რათა ენას დაეუფლონ) ერთი აიპედი გვაქვს წელს და უსაშველო რიგის გამო ფაქტიურად არც მიწევს ჯდომა, თან მოუცლელობის გამო უამრავი მარგალიტები მეკარგება. ახლა კი ინტერნეტ კაფეში ვზივარ და...
 – გაბო პროტესტს აცხადებს
– თინა უნდა გაგავაჩვიოთ აიპოდს, თორემ თვალები უკვე ვარდისფერი აქვს, ახლა მგონი ცოტა დაუცხრა!– თინა გაგულისებული იყურება სარკეში
– სად მაქვს დებილო ვარდისფერი თვალები, თვითონ გაქვს ვაჟბატონო,  შენც ჩაიხედე სარკეში!
–ქალბატონო შენ ხარ თუ კარგია თუ კარგია!– ლამის ატირდა გაბო
– ვაჟბატონო სულაც არ არის ცუდი სიტყვა შე დებილო, შედი ახლა ოთახში და იტირე რამდენიც გინდა! – მიახალა თინამ გამარჯვებული იერით.