ვახშმობისას
- რა არის ბებო გლობალიზაცია? - კითხულობს თამარი- ყველა ერთ ენაზე ისაუბრებს, ყველა ერთად იცხოვრებს, ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით- აუხსნა ღიმილით გუჯამ
- ასე ხომ მოსაწყენი იქნება, სხვადასხვა ენები არ ჯობია? ისწავლონ ენები, იარონ ერთმანეთთან - შეწუხდა გაბო
- ბებო სწორს ამბობს გაბო ხომ? - ინტერესით შემომხედა თინამ
- ბავშვებო, გლობეს დედამიწას, გლობუსს ნიშნავს.მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან საზოგადოებრივი განვითარება დედამიწაზე მიმდინარეობს დიდი ერთიანი პროცესის ფარგლებში - რომელსაც გლობალიზაცია ჰქვია. აქამდე უპრეცენდენტო ინტეგრაციასთან გვაქვს ადგილი.
- ეს რას ნიშნავს? - ერთხმად მეკითხებიან გაბო და თინა.
- ბებო,გასაგები ენით რომ გითხრათ, ხალხი აქეთ- იქეთ დადის, ზოგი უცხოეთში მიდის მუშაობს, იქ ქმნის ოჯახს, ზოგი აქეთ ჩამოდის....
- მივხვდი, მივხვდი, ანუ ისევ უკან ვბრუნდებით, ბაბილონის გოდოლს რომ აშენებდნენ?- შემაწყვეტინა თამარმა
- ჰო, თამარ მაშინ ღმერთი გაბრაზდა რატომ აშენებთო და ენები აურია ახლა ჩვენ არ მოგვწონს ამდენი ენა და მალე ერთ ენაზე ვისაუბრებთ - წარმოთქვა პათოსით გუჯამ
- რა არის ეს? კიდევ რამე სისულელე არ ჩაიდინონ ადამიანებმა, ხან ერთ ენაზე საუბრობენ, ხან უამრავ ენაზე, მაშინ გაბრაზდა ღმერთი, ახლა რა ისევ ერთი ენა რატომ უნდა იყოს? და ისევ მოუნდეთ მერე ბაბილონის გოდოლი ააგონ, ისევ გაბრაზდეს ღმერთი და ასე დაუსრულებლად?! - დაარტყა "რეჩი" გაბომ
- ჰო, ბავშვებო ციკლურია, ყველაფერი მეორდება! - ღიმილით მიმართა ეთომ მეცნიერებს
- ახლა ბაბილონის გოდოლი კი არა ცათამბჯენებია აშენებული, ვის უკვირს მაღალი შენობები! - წამოიძახა ისევ თამარმა
- ბებო, რა ბაბილონის გოდოლი დღეს რაც კი დიდი შენობებია იმაზე მაღალი ხომ იქნებოდა? - გაკვირვებით მკითხა გაბომ
- ჰო, ბებო, ალბათ ძალიან მაღალი, გრანდიოზული იყო.
- აპოკალიფსი რა არის? - ახლა აპოკალიფსით დაინტერესდა თამარი
- ქვეყანაზე ცხოვრება რომ აღარ იქნება, არაფერი იარსებებს, ამას ნიშნავს ხომ?- შემომხედა ცნობისმოყვარედ თინამ
- "აპოკალიფსი"- დაფარულის გახნას ნიშნავს. როგორ აგიხსნათ, აი მაგალითად, ბოლო ხანებში მეცნიერები ხედავენ, რომ ზოგიერთი ზღვები,აზოვის ზღვა მაგალითად სხვა ზღვები და მდინარეები წითლად იღებებიან. ზოგი ამას ბიბლიურად ხსნის, აი, ხომ ეწერა წინასწარმეტყველაბაში, ზღვები სისხლისფერი გახდებაო. მეცნიერების აზრით კი მაღალმა ტემპერატურამ ზღვის მცენარეების აყვავება- გამრავლება გამოიწვია
- და ამიტომ გაწითლდნენ?- პირი დააღო თინამ
- ასე ამბობენ!
- ბებო, ბევრ ქვეყანას აქვს დღეს ბირთვული იარაღი, ჩვენ თუ გვაქვს და რა მოხდება რომ ააფეთქებენ?- შეშინებული სახით დამაყარა კითხვები თამარმა
- ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ აქვს ბევრ ქვეყანას, ჩვენისთანა პატარა და საცოდავ ქვეყანას საიდან უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი?! - ცივი წყალი გადაასხა გუჯამ თამარის სავარაუდო იმედს ბირთვული იარაღის შესახებ
-რომ ააფეთქონ, დავიღუპებით?- ლამის ცრემლიანი თვალებით კითხულობს თამარი
- დამშვიდდი თამარ, არაფერიც არ აფეთქდება, სადღაც წავიკითხე 2030 წელს ოკეანეები ატლანტიდის მიმართ სავარაუდოდ შეიცვლის მიმართულებას და მიწები წყლით დაიწყებს დაფარვას. ასე რომ არაფერი გვემუქრება - იკადრა ხმის ამოღება აქამდე მომღიმარმა ეთომ
- 2030 წელს რა ყველა დავიხრჩობით? - იკითხრა გაბომ
- მე რა ვქნა?- დაინტერესდა თინა
-შენ ჩაყვინთე!- მისცა რჩევა თამარმა
- ნუ გეშინია თამარ სვანეთში წავიდეთ - დააიმედა ეთომ
- ნოეს კიდობანს ააშენებენ, დამშვიდდით! - დაამშვიდა საზოგადოება გუჯამ
- ეგ როგორ? - დაინტერესდა გაბო
- მაშინ ნოემ შეძლო კიდობანი აეშენებინა და დღეს რა პრობლემაა, ახალი ნოე გვეყოლება, ტექნოლოგიები წინ წავიდა, გემები ივლიან, გემი-სახლები იქნება. იაპონიაში ისეთი სახლები შენდება ბორბლებზეა და მიწისძვრა ვერაფერს აკლებს, ახალი კუნძულებია გაკეთებული, დღეს რა პრობლემაა, ხალხი მარსზე ისვენებს - გაანათლა საზოგადოება ყოვლისმცოდნე გუჯიკომ
- გემებზე როგორ უნდა იცხოვრონ, ან საჭმელი რა უნდა ჭამონ?- იკითხა გაბომ
- რას ჭამდა ნოე და მისი ოჯახი? ცხოველები ნოემ თუ შეიყვანა კიდობანში დღეს ვერ შეიყვანენ თუ?! დაკალით ცხვარი ან ღორი და ჭამეთ- პასუხი გასცა ირონიულად გუჯამ
- ოღონდ იქაც, გემზე, პრეზიდენტები არ დაგვისვან შენი ჭირიმე!- წარმოთქვა უკმაყოფილოდ თამარმა
- მიშას დაგისვამენ ან ივანიშვილს თამარ, აირჩიე!- ღიმილით მისცა არჩევანის უფლება გუჯამ თამარს
- არცერთი არ მინდა!- იყვირა თამარმა - ისინი მარსზე გაფრინდნენ..
- კი, უკვე იქ იმყოფებიან და გათხრებს აწარმოებენ! - გადაიკისკისა გაბომ
- ბებო, რა კარგი იქნება, რომ ყველაფერი ცუდი კოსმოსმა მიიზიდოს- ინატრა გაბომ
- კოსმოსი გახსნილი სივრცეა არაფერს მიიზიდავს- აუხსნა ეთომ
- ხო, ბებო კოსმოსი ვერ გვიშველის , აქეთ ვიზიდავთ ყველაფერს, ეს ხომ დაამტკიცა ნიუტონმა- დაადასტურა ეთოს ნათქვამი თამარმა
- ნეტა კომეტა არ მოვიზიდოთ! - ინატრა გაბომ
- რა, კომეტა რომ მოვიზიდოთ რა მოხდება, მაშინაც დავიღუპებით? - იკითხა შიშით თინამ
- ჰო, თინ, გოგრის ვარიანტია, ნიუტონისთვის გოგრა რისი მომტანიც იყო, იმას მივიღებთ კომეტის დაცემისას
- ანუ დავიღუპებით? - აცახცახდა თინა
- ჩვენ არა, ჩვენ გადავრჩებით! - დაამშვიდა ეთომ პატარები
- მართალია?
აინშტაინმა თქვაო: მესამე მსოფლიო ომი არ ვიცი როდის იქნება, მაგრამ მეოთხე მსოფლიო ომი კი ჯოხებით იქნებაო? - იკითხა თამარმა
- ახლა აინშტაინს შეეშვით! - ვიყვირე მე