ჭიშკართან
- ჩადი თინა ძირს! - მივმართავ მაღლა ასულ თინას.- სად ძირს?- მეკითხება გაკვირვებული. მერე ამატებს - ქვევით უნდა გეთქვა, შეგეშალა?! ცომი მომეცი ცოტა!
- არა, უკვე მოგეცი, მეტი არ შეიძლება!
-ააა, შენ მუშაობ და შეიძლება ხომ?! - უცებ გაბოს მიმართა
- გაბო, წამო კარებთან, კომპიუტერი ჩვენ ვუყუროთ პირველი! - ისინი სამსახურიდან მომავალ ლელას ელოდებიან, რომ ლეპტოპი პირველებმა ჩაიგდონ ხელში.
- ჭიშკარს მოშორდით, ჯერ ადრეა! - ვუწყრები ორივეს.
- ბებოს უნდა დაუჯერო, არ გააბრაზო, ბოდიში უნდა მოუხადო, შეურიგდე, თორემ ცუდი გოგო და ბიჭი იქნები!- ჭკუას ასწავლის გაბო თინას. თუმცა ცოტა ხანში თვითონვე იწევა ჭიშკრის გასაღებად. უკან ვაბრუნებ.
- ეს არის ცხოვრება?! კარებს ვერ ვაღებ!- წარმოთქვა გაბომ ოხვრით.
-ჰო, არ მაძლევს გაღების კარებს! - კვერი დაუკრა თინამ.
-გუშინ ბურთის ვდებოდე, შენ რომ მომსდეოდი!- გაუხსენა თინამ გაბოს.
- შენ იმალებოდი და ბევრს გეძებდი!
შენ იხილებოდი, მე იმიტომ ვერ დავასტუკე! - ბრაზობს თინა.
- ბებო ჩაწერე, თინა ამბობს იხილებოდი!- თინა მაინც გარბის კარებისკენ.
- თინა, ტუტუცი ხარ!- მივაძახე სიბრაზით.
- ჩემი დედაც ამბობს!- მეცინება.
- ჩემს დედიკოსავით იღიმები.