ზღვისკენ
მომავალ წლამდე წყნეთო , ახლა ზღვა გველოდება!ბავშვები სათითაოდ მეპატიჟებიან. მე სახლში მირჩევნია, დასვენება მინდა, თან უფრო ბუნების მოყვარული ვარ: მთები, ტყე , მდინარე, ლაშქრობები უღელტეხილზე... აი ჩემი ჰობი, თუმცა ეს ყველაფერი წარსულში იყო. ვუხსნი, მაგრამ ჩემს პატარებს მაინც არ ესმით, თუ რატომ ვამბობ ზღვაზე უარს.
ეთო: "ბებო არ მოიწყენ? წამოდი, ზღვა არ გენატრება?!"
გუჯიკო: "რა უნდა აკეთო მარტო?!"
თამარი: "ბებო მებრალები და მინდა ჩვენთან წამოხვიდე, მოვიწყენთ უშენოდ! ორ მობილურ ტელეფონს გიყიდი და სამოთხეში გაგატან." არ ეშვება სამოთხეში ჩემს გამწესებას თამარი.
მე: " მადლობა, თამარ, იქ ერთი ტელეფონიც მეყოფა და თუ ხაზი იქნა ხანდახან შეგეხმიანებით."
გაბო: " რატომ არსად დადიხარ ბებო, ზეგის ხვალ წამოდი!"
თინა: " შენ რატომ არ წამოდიხარ ზღვაზე?!