ჩემი საყრდენი წერტილები
დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ საყრდენ წერტილად წარსული კი არა მომავალი დამესახა, აი ისინიც:
ეთო
ჭკვიანი, გულისხმიერი, თბილი, გაჭირვებაში საიმედო საყრდენი.- ბებო მიყვარხარ, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და არასოდეს მიგატოვებ!
უყვარს:
მეგობრები, ეზოში თამაში, ცხოველები, ბაუნტი, ნაყინი
განსხვავებული ნიშანი:
სახეზე თვალთან ახლოს აქვს პატარაობისას ძაღლის ნაკბენისგან დარჩენილი შრამი.
ნაკლი:
არის ბუტია და ზარმაცუკა.
გუჯა
მეოცნებე, დარდიანი, ჭკვიანი, კირკიტა, ოჯახში ცენზურას ვეძახით. არასოდეს გეტყვის მიყვარხარო.- ბებო შენ რამდენი წლის ხარ და როდის გარდაიცვლები?
უყვარს:
ეზო, მეგობრები, ფეხბურთის თამაში, ნაყინი, ბურბუშეკა, სნიკერსი.
განსხვავებული ნიშანი:
ზურგზე და ყურზე აქვს ხალები და თავზე ორი გვირგვინი.
ნაკლი:
არის ბუზღუნა და ცოტა უტაქტო.
გაბო
ღვთის საჩუქარი,ჭკვიანი, გონიერი, უთბილესი, მოსიყვარულე, დაკვირვებული, რომელმაც ყველაფერი იცის. ხშირად ხმარობს ჯადოსნურ სიტყვებს: მიყვარხარ, ბოდიში, მადლობა.კარგად იცის ადამიანების შეცნობა.- ბებო, ძალიან მიყვარხარ, ჩემი საჩუქარი ხარ!
უყვარს: ეზო, თამაში, მანქანები, ნაყინი, სნიკერსი, ჩიპსი.
განსხვავებული ნიშანი:
ორი ლამაზი ხალი მუცელზე.
ნაკლი:
ხარის რქები აქვს და ჩემს მტერს თუ გირქინა.
თამარი
კეთილი, გონიერი, თბილი, მოსიყვარულე, გულისხმიერი, მასაც არ ავიწყდება ჯადოსნური სიტყვები: მიყვარხარ, ბოდიში, მადლობა.- ბებო, მიყვარხარ და არ მინდა მოკვდე, თოვლის ბაბუს უნდა ვთხოვო, რო არ მოკვდე!
უყვარს:
დედა, ბავშვები, საჩუქრები, სიურპრიზები,ხატვა, ცურვა, მუსიკა, შოკოლადის ნაყინი, კინდერი.
განსხვავებული ნიშანი: ლამაზი ხალი ცხვირთან და ტუჩთან.
ნაკლი:
ჭამაში პრეტენზიული და მშიშარა.
თინა
უჭკვიანესი, მოხერხებული, მოგვრილი, ანცი, ყოველთვის იცის რა უნდა.-ბებო, მიყვარხარ, ჩემთან ხომ დაწვები?!
უყვარს:
აიპედი, საზამთრო, ბურბუშელა, ჩიფსი.
განსხვავებული ნიშანი:
კისერთან აქვს ხალი.
ნაკლი:
ჯიუტი, ეშმაკუნა, სხვებს შეუჩხიკინებს თვითონ წარბსაც რომ არ შეიხრის ისე.