Saturday, May 21, 2016

                                            სანამ შენი თვალით არ ნახავ....

რომანტიზმი ჩემში თავსდატეხილმა უამრავმა ქარტეხილმაც ვერ ჩაკლა. თუმცა რა შუაშია ეს იმასთან რის თქმასაც ახლა ვაპირებ არ მესმის. საერთოდ საოცრად მიყვარს მოზარდები თავისი დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებებით სამყაროსადმი.. ვის არ გაგვივლია ეს ასაკი და იქნებ ზოგმა ძალიან მძიმედაც, როცა ყველაფერს ულტრირებას უკეთებ და გაღიზიანებული უბრალო შემთხვევასაც ძალიან გამძაფრებულად აღიქვამ, დღეს კი როცა სიყვარულის დეფიციტია და აგრესია ზენიტშია, მოზარდებს განსაკუთრებული მოპყრობა, სიფაქიზე, სითბო სჭირდებათ. არ ვიცი რა დამემართა გია ჯაჯანიძეს გადაცემის შემდეგ.... ძილი, მოსვენება დავკარგე. "უნდა მოვნახო, გავიცნო და მოვესიყვარულო მათ!"- აღმომხდა ხმამაღლა და გავემართე მათკენ დღეს. ცოტა არ იყოს შიშმა შემიპყრო, მიმიღებენ კი?! " მიდი დე ნუ გეშინია!"- ჩამძახოდა ჩემი მანჩოს ხმა, და ძალას მმატებდა. და მთელი დღის ძიების შემდეგ შევხვდი ამ საოცარ ბავშვებს, ისინი ჩვეულებრივი, საოცრად საყვარლები, თბილი, სითბოს და სიყვარულს მოწყურებულები არიან. ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ, მოვესიყვარულეთ, უფრო მეტიც, შევიყვარეთ ერთმანეთი. ახლახან მოვედი შინ და უკვე მენატრებიან. ჩვენ ვიმეგობრებთ და ალბათ ხშირად შევხვდებით ერთმანეთს.აი რა მომწერა ერთერთმა, მგონი ამით ყველაფერი გასაგები იქნება, ასეთ დროს მეფიქრება, რომ გამართლებულია ჩემი ყოფათქო, თუ ერთ ადამიანს მაინც მივანიჭე სიყვარული, მართლაც ღირს ცხოვრება. ნაჩქარევად გაუმართავად დავწერე, მაგრამ წამლეკა დღეს ემოციებმა.
Chvencc dzaliangviyvarxart heart ემოცია saocari adamianixart tqvenairi bebo an deda nebismiers endomeba dgesgagicanit da tqvenichaxuteba imdenad tbilad mivige ro aiarvici saocari adamianixart neta tqvenairad bevri fiqrobdes da ara isero chven titqos "satanas" vemsaxurebit dzalian miyvarxart tqvenisaxit medges gavichine megobari mrcheveli da dzalianmagariadamiani heart ემოცია tqveni wyalobit da imitrasacdawert albat umetesoba agar gagvriyavsMeki bednierivarom ucnobmaadamianma chvenmimart amxelasitbi gamoyo heart ემოცია yalxi chvenken yoveltvis zigit avsebul tvalebs mohyurebs tqvenki pirikit heart ემოცია kidevemociebshivar armegona rom odesme esemoxdebodarom vigac tbiladmogvegceoda da gulshichagvikravda.
ვტიროდი ამ წერილის წაკითხვისას. აი ისინიც. ადეამიანებო, მოვეფეროთ ერთმანეთს, ვაჩუქოთ სიყვარული, სითბო, ეს არის მნიშვნელოვანი, სხვა ყველაფერი ფუჭი ყოფილა, და ბოლოს, მადლობა გია ჯაჯანიძეს, რადგან მისი გადაცემის წყალობით გავიცანი ეს საოცარი ბავშვები.


                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    

Monday, May 16, 2016

                                         გაბოს შემდეგი მედალი და თანრიგი

ეს დღეები ცუდად ვარ, გავცივდი, თუ ვირუსია ვერ ვხვდები. გაბო არ მშორდება, მეფერება, მამხნევებს, მკოცნის, ჩათვლემის საშუალებასაც არ მაძლევს
- ბებო, ძალიან მიყვარხარ, მალე გამოჯანმრთელდი, რამდენი გარდუსი გაქვს სიცხე და რომელი აბლეტი (ტაბლეტი) მოგიტანო, რომ კარგად გახდე?
- გაბო, თავი დამანებე, არ გადაგედოს, ვერც დავდივარ, ვკვდები!
- არა ბებო, შენ ისეთი კარგი ხარ ღმერთი 200 წელი გაცოცხლებს! ხომ ცოცხლობენ ბებო ამდენ ხანს? მგონი კაპისტანში (პაკისტანში) არის ერთი ქალი, ფეისბუკში ვნახე! - მერე ტურნირებზე მიდის არ მოწყინდეო მიბარებს. არც ვიცოდი რა ხდებოდა და აი გუშინ, წამოწოლილს გაბო დამადგა თავზე, მეამბორა და მედალი მანახა. მან ჭადრაკში ახლა მეორე ადგილი,მედალი და მეოთხე თანრიგი მოიპოვა.

- ბებო, მესამე ადგილი ხომ მოვიპოვე შარშან, ახლა მეორე, შემდეგ პირველ ადგილზე გავალ! - შემპირდა გაბო და ჩამკოცნა. გულზე მალამოდ მომედო გაბოს საჩუქარი. "ეს ბავშვი ავადმყოფობის უფლებასაც არ მაძლევს, ეტყობა უფალმა მომივლინათქო"- გავიფიქრე, ჩავიხუტე და წარმოიდგინეთ დღეს ბევრად უკეთა ვარ!