ჩემი და ირინას (რუს. მასწავლებლის) ერთი დღე
– ოი, უ ვას ძალიან მაგარი დედა, სნეი ნა ლიუბოი ტემე ვლაპარაკობთ: ხელოვნება, ლიტერატურა! – მაქებს მატასთან ირინა. მოკლედ მე და ირინა ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. აი გუშინდელი დილა ასე დაიწყო, ირინა აღშფოთებული მიყვება ბავშვებიდან ყველაზე ჭირვეულ თამარზე– ანა მთელი ღამე სპატ ნე დალა, ჯერ გავარიტ, დათუნიას მეშინია, ია ვზიალა ი გავიტანე დათუნია, პატომ ამბობს სარკე ბაიუს, გავბრაზდი, ია ჟე ნე მოგლა მებელ გამეტანა იზ ოთახი, ბოჟე მოი, ჩტო ეტო ტაკოე, მორიგი შოუ უსტრაივაეშ?!– მიმართა ახლა თამარს. შემდეგ ჩვეულებრივ ვზრუნავთ ბავშვებზე, ირა ხან ლექსებს ამეორებინებს, ხან ეხვეწება დავჯდეთ ვიმეცადინოთო.
– გაბო, მანახე ნოს!– გაბოს ხელი ხან თვალთან მიაქვს, ხან ყურთან
– ნეტ, გაბო, ეს თვალია!
– თინა, თქვი როგორ არის რუსულად ხელი?!
– ნაგა!– პასუხობს მორიდებით თინა
– უიმე, ეს ხომ ფეხია?!
– გაბო, დაითვალე რუსულად!
– რას, დვა, ტრი, პლიატ!– ჩამოარაკრაკა გაბომ
– ნი პლიატ ა პიატ და რატომ პერეპრიგნულ, ოთხი–ეტა ჩეტირე, რატომ გამოტოვე? ჩეტირე უფრო ტრუდნო გამოთქვა, პიატ ადვილია დამაინც ვერამბობ! – თამარს ეცინება
– შენ დვა გოდა ზანიმაეშსია და იცი, ა ანი ტოლკა, ტოლკა დაიწყეს, ნუ იცინი!
დღის მეორე ნახევარში თამარს დაბადების დღისთვის ვამზადებთ, ის ღამისთევით მიდის. მოკლედ თამარი გავისტუმრეთ. მოსაღამოვდა, ბავშვები დასაძინებლად მოვაწესრიგეთ.
– ვოტ, უჟე ბავშვები დაბანილი, სუფთა, ულაჟილი, ჩვენ კი სპაკოინა პოსმოტრიმ კინო!–
სერიალებისადმი რაღაც უსაშველო ალერგიული დამოკიდებულება მაქვს, ვერ ვუყურებ, რა მაქვს ჩაჭედილი ამ გონში არ ვიცი
– ირინა შენ უყურე, მე რამეს წავიკითხავ!– ვუთხარი და ოთახიდან გასვლა დავაპირე
– შტო? "ჩემი ცოლის დაქალები" ნე სმოტრიტე? დღეს საინტერესო სერიაა, დავაიტე პასიდიმ! – ირინას ხათრით მოვკალათდი ტახტზე. დუდუ დარბის საქმეების მოსაგვარებლად, ის მომენტია დაზარალებული გოგოს მშობლებს ფული უნდა შესთავაზოს.
– ვსე უ ნას პატიოსანი, ასე იციან მშობლებმა, რატომ ასტალას იქ? ფუ!– დაურთო დუდუს მონოლოგს კომენტარი ირამ. ვხვდები წინა სერიაში რაც ხდებოდა. დუდუ აგრძელებს საქმის მოკვარახჭინებას, რა თქმა უნდა არც ჩემი ირინა იშურებს კომენტარებს
– შტო დელაეტ ზედმეტი სასმელი ს ლიუდმი, ანა ტოჟე ნე ნაკლები, წესიერი გოგო რაზვე ბუდიტ საღამოს ოთხ საათზე კლუბში, რა უნდა?– აღშფოთებულია ჩვენი მასწავლებელი. დუდუ ახლა იმ ორ დაქალს ესაუბრება
– ანი ტოჟე იშო უარესი გააკეთეს, რა უნდოდათ ბიჭებთან , იშო ის შტერი გოგო ასტავილი ტამ, ნადაჟე!– საავადმყოფოში მისულ დუდუს ნირი წაუხდება, საშინლად ნაცემ–ნაბეგვი გოგოს დანახვაზე, ირასაც ლამის გული წაუვიდეს
– ოი, ბოჟე მოი, რა უქნიათ, ზვერი, რა ქნას ახლა დუდუმ?!– ახლა დუდუ შეებრალა ჩემს თანასერიალმაყურებელს. და როცა დუდუმ შვილს კარგად უთაქა ირას გაუხარდა
– ასე გინდა, ეტო არაკაცი!– ასე მაყურებინა ირინამ ერთ–ერთ სერიას. არ ვიცი შემდეგში რას ვიზამ, იქნებ ირინას კომენტარების ხათრით გავაგრძელო ყურება?!
წამოვდექი
– არ წახვიდეთ, პადაჟდიტე, შემდეგ სერიაში შტო ბუდეტ ტოჟე ინტერესნა!– დამაინტერესა ირამ. უკვე თორმეტი გახდა მე და ირინა დასაწოლად მოვემზადეთ რომ თამარი მოგვადგა მეგობარ გოგოსთან ერთად.
– ეტა შტო ტაკოე, ეს ხომ იქ უნდა ასტავალსია!– აღშფოთდა სერიანაყურებგანერვიულებული ირინა– ჩვენ უკვე დავლაგდით, პატარები როგორ უნდა შევაწუხოთ, ნუ ლადნა მე სამთან დავწვები!– წარმოთქვა თავისი გადაწყვეტილებით კმაყოფილმა ირინამ
-გამაგიჟა თამარი, ხაჩუ სიმშვიდე! - დაამთავრა ღამის მონოლოგი რუსულის მასწავლებელმა.