Tuesday, September 9, 2014

                                    თინას მოქარგული ქართული                            

- დე, ივანში (აივანზე)  გავიდეთ, ნახე კედელზე რა ლამაზი კესლიკი (კრესტიკი) დავხატე!
- ჰო, ძალიან ლამაზია თინ!- უწონებს დედამისი თინას.
- ღამე რომ დავიძინე, ნანა შემესიზმრა!
- ალბათ ჩამოვა ნანა და აგიხდება სიზმარი!- განუმარტეს სიზმარი თინას.
-თბილისში გრძელი გზაა და იმიტომ ცხელა, აქ ბევრი ტყეებია და ღამურები არიან!
- ტყეები კი არა, ხეები!- უსწორებს თამარი.
- დე, ქობულეთი ჩვენი სამშლობოა?!
- თინა, სამშლობო კი არა სამშობლო, როდის უნდა ისწავლო ლაპარაკი!- ბრაზობს თამარი. თინა პასუხს არ სცემს და აგრძელებს თავისი ლექსიკონით საუბარს.
-როდის წავდივართ თბილისში?
-  მალე თინ!
- დედა თუ ბებო?! - გვეკითხება თინა  მე და ლელას.
- რას ნიშნავს თინა ეს?!
- ორივენი დედა ხართ, მამა მოგიკვდათ. ახლა ბებო არის მამაც. ბებო საყვარელია,დედასავით არის!- აგვიხსნა თინამ. მიახლოებით მივხვდით რისი თქმა სურდა.