Tuesday, September 2, 2014

                                            გაბო ზღვიდან ჩამოვიდა

გაბო გზაზეა, ერთი სული მაქვს ვნახო. მირეკავს.
- ბებო, მიყვარხარ! უფრო ძაან მიყვარხარ! მოვდივარ, ბაი-ბაი, ბაი!-  მომაყვირა და და ყურმილი გამითიშა. შეხვედრა თბილი და ემოციური იყო.
- ბებო შენ დაიკელი?- მეკითხება გაბო. მართლაც გავხდი, გადამრევს ეს ბავშვი, როგორ შეამჩნია!
- რატომ მეკითხები გაბუკა?
- რაღაც დაწვრილდი და იმიტომ!
- გაბო, სოუზს ხომ შეჭამ?!
- არ მინდა, მაგრამ ჩემი ნება არა მაქვს!  - ცოტა ხანში საპირფარეშოდან გამოსული მეუბნება.
- ბებო კრანიც გამოცვალე? ახალია, რა მაგარი ხარ! - მართლაც ბევრი რამ გავაკეთე და გაბოს არაფერი გამორჩენია შეუმჩნეველი.
- ამაღამ ვისთან წვები გაბო?
- შენთან ბებო, ძალიან მომენატრე შენ და შენი ლოგინი!-მითხრა გაბომ და გულში ჩამეკრა.











              

                                                      გაბო ისევ ბილწსიტყვაობს

გაბო ეზოდან შემოდის, მე და დედამისს დივანზე შუაში გვიჯდება და აცხადებს სექსი მინდაო. ვუწყრებით, მაგრამ თვალებს ნაბავს და ასჯერ იმეორებს.
-ცოლს არ მოვიყვან, არ მინდა ცოლის მოყვანა, გზა არ ვიცი!
-რა გზა არ იცი გაბო?!
-აი გზა, გზა, არ ვიცი!- გვიხსნის გაბუკა. "იქნებ მისამართს გულისხმობს?!" დავასკვენით ჩვენ.
- მე და გუჯა ავიყრებით (გავიზრდებით), გუჯამაც უნდა მოიყვანოს ცოლი და ორი ცოლი გვეყოლება?!
- ჰო, გაბო, ორივემ უნდა მოიყვანოთ!- ვეუბნები მე.
- მე არ მინდა ცოლი!- იუარა კატეგორიულად გაბომ.- მე სექსი მინდა!
- იცი გაბო რას ლაპარაკობ, ან რას ნიშნავს?!        


მაწაკი  გაბო

 ლელას გაბო კალთაში უზის და ტელევიზორს უყურებს, უცებ გაბომ თავი მწარედ აარტყა ლელას ნიკაპში. ლელა სიმწრისგან ლამის ტირის, მე მგონი ენა მომაკვნიტაო.
გაბო უყურებს, ცოტა ხანი ხმას არ იღებს, როცა ლელა ცოტა დამშვიდდა, ეშმაკური ღიმილით შეხედა.
- დე, აბა მე რა ვიცოდი შენ თუ ენა გამოყოფილი გქონდა გარეთ!