Friday, July 28, 2017


                                                   გაბოს ინტერესის სფერო


ჩვენი უბანი განსაკუთრებით მოთხოვნადია უცხოელი სტუდენტებისთვის. ვის არ ნახავთ: შავკანიანები, ინდოელები, არაბები.... გადაშავებულია სამედიცინო ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორია. ცოტა ხანში მგონი ინდურ ენაზე ავლაპარაკდებით. გვერდით სადარბაზოში მეზობელმა ინდოელებზე გააქირავა სამოთახიანი ბინა, ესენი ხომ ჯგუფებად შედიან, მიმიქარავს ტაბორი, თვლა არა აქვს იმდენი შედიან და გამოდიან. ყაყანი, ჩხუბი, ანტისანიტარია, უსიამოვნო სუნი.... რამდენ ხანს გვეყოფა მოთმინება არ ვიცი. მოკლედ მიდის სერიოზული ასიმილაცია. არ დამწამოთ რამე მიუღებელი და მაინც, ხომ შეიძლება სწავლის საფასური გაზარდოს სახელმწიფომ მათთვის, რომ ყველა აქ არ ჩამოეყაროს.
თავიდან ეშინოდათ ბავშვებს, გუჯიკო ამბობდა ინდურების (ინდოელების) მეშინიაო, გაბო გარბოდა, არ აფერებინებდა, შემოვარდებოდა ხოლმე სახლში შიშით. ერთ დღესაც, ალბათ სამი-ოთხი წლის თუ იქნებოდა გაბო აჟიტირებული, გახარებული შემოვიდა სახლში და გამომიცხადა, უკვე არც ინდურების და არც ზანგების არ მეშინიაო. გამიხარდა წინ წადგმული ნაბიჯი. კარგია თუ არ გეშინიათქო, მოვეფერე. გაბო უხერხულად აეკრა კედელს და თავი დახარა მორცხვად, რაღაც კითხვა მაქვსო. ჩამოვუცუცქდი გისმენთქო. ბავშვი ყოყმანობს, ისევ ჩავეკითხე, ცოტა ხანში ამოღერღა
- ბებო, ზანგებს რა ფერის კ--უ აქვთ?
ყველაფერს ვიფიქრებდი და ამას ნამდვილად არა, რომ ბავშვი შავკანიანების სასქესო ორგანოთი თუ დაინტერესდებოდა
- გაბო! - ვიყვირე ჩემდაუნებურად
- შავი?- გააგრძელა გაბომ. სიცილი ამიტყდა
- წითელი? - ხმას არ ვიღებ, გაბომ ყველა ფერი ჩამოთვალა რაც არსებობს ბუნებაში და პასუხი რომ არ გავეცი გაუკვირდა
- რა არ იცი?- მკითხა გაკვირვებულმა, ბოლოს ჩემს სახეს რომ შეხედა, მიხვდა, რომ უნდა გაჩუმებულიყო. რაღაცის თქმა დავაპირე და გამაჩუმა
- ბებო, ცუდი კითხვა დაგისვი, ვიცი, გთხოვ, ეს არავის მოუყვე, არავინ გაიგოს რაც გკითხე, ხომ არავის ეტყვი? - ხელები მომხვია და პირობა დამადებინა. ისეთი საყვარელი იყო, თან მოჩლექით რომ მეხვეწებოდა, კარგითქო შევპირდი, მაგრამ სამი-ოთხი წლის წინ სიტყვა გავტეხე და გავასაჯაროვე ეს ამბავი. ახლახან აღმოვაჩინე, რომ ჩემს ბლოგ არქივში, წამშლია ეს ჩანახატი და ხელახლა ვწერ. იმედია გაბო ღიმილით შეხვდება თავის ბავშვურ ინტერესს და მაპატიებს.
აი გაბო, გუჯიკო და ეთო იმ ასაკში როცა უკვე ინდურები და სხვა ფერადკანიანების შიში გადალახეს. ))))