გაბო ისევ ბილწსიტყვაობს
გაბო ეზოდან შემოდის, მე და დედამისს დივანზე შუაში გვიჯდება და აცხადებს სექსი მინდაო. ვუწყრებით, მაგრამ თვალებს ნაბავს და ასჯერ იმეორებს.-ცოლს არ მოვიყვან, არ მინდა ცოლის მოყვანა, გზა არ ვიცი!
-რა გზა არ იცი გაბო?!
-აი გზა, გზა, არ ვიცი!- გვიხსნის გაბუკა. "იქნებ მისამართს გულისხმობს?!" დავასკვენით ჩვენ.
- მე და გუჯა ავიყრებით (გავიზრდებით), გუჯამაც უნდა მოიყვანოს ცოლი და ორი ცოლი გვეყოლება?!
- ჰო, გაბო, ორივემ უნდა მოიყვანოთ!- ვეუბნები მე.
- მე არ მინდა ცოლი!- იუარა კატეგორიულად გაბომ.- მე სექსი მინდა!
- იცი გაბო რას ლაპარაკობ, ან რას ნიშნავს?!
გაბო უყურებს, ცოტა ხანი ხმას არ იღებს, როცა ლელა ცოტა დამშვიდდა, ეშმაკური ღიმილით შეხედა.
- დე, აბა მე რა ვიცოდი შენ თუ ენა გამოყოფილი გქონდა გარეთ!
მაწაკი გაბო
ლელას გაბო კალთაში უზის და ტელევიზორს უყურებს, უცებ გაბომ თავი მწარედ აარტყა ლელას ნიკაპში. ლელა სიმწრისგან ლამის ტირის, მე მგონი ენა მომაკვნიტაო.გაბო უყურებს, ცოტა ხანი ხმას არ იღებს, როცა ლელა ცოტა დამშვიდდა, ეშმაკური ღიმილით შეხედა.
- დე, აბა მე რა ვიცოდი შენ თუ ენა გამოყოფილი გქონდა გარეთ!
No comments:
Post a Comment