Wednesday, April 16, 2025

     

2025 წლის 6-14 აპრილი







აი ჩამთავრდა ვაჟთა და ქალთა ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი მოგზაურობა საბერძნეთის ზღვისპირა საკურორტო ქალაქ კამენა ვურლაში. ქალები საპრიზო ადგილზე ვერ გავედით,მაგრამ ბიჭებმა გვასახელეს და ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ (მე ოქროს ველოდებოდი,მართლა ძლიერები არიან და იმსახურებდნენ,მაგრამ ფორტუნამ ცოტა გვიღალატა).არ ყოფილა ადვილი გუნდური თამაში, მარტო შენს თავზე არ ხარ პასუხისმგებელი,დარდობ შენს გამო მთლიანად გუნდი არ დაზარალდეს.ვითამაშე ასევე ინდივიდუალური თამაშები,დავისვენე,გავერთე,დადებითი ემოციებით ავივსე,ერთია ამინდმა არ გაგვიმართლა,ციოდა და გავცივდი, მიუხედავად ცუდად ყოფნისა მაინც შევძელი ათენი დამეთვალიერებინა,რამაც დიდი სიამოვნება განმაცდევინა. ნარდის ტურნირებზე იარულმა ფრენის შიშიც დამაძლევინა.

ყველა რეაქცია:
Marekhi Danelia, Vitali Zasiatko და 64 სხვა პიროვნება

No comments:

Post a Comment