დეიზი ანუ მეგობარი "მორგიდან"
დღეს უზომოდ გახარებული ვარ, გახსოვთ ალბათ, ჯაჯანიძის გადაცემის შემდეგ მიწისქვეშაგადასასვლელში, ეგრეწოდებულ "მორგვში" რომ დავეკონტაქტე ბავშვებს, არ შემიწყვეტია მათთან ურთიერთობა, ერთი განსაკუთრებით დამიმეგობრდა, გვქონდა მიმოწერები, საუბრები. ცოტა ხნის წინ ღამის სამ საათზე მესიჯი მივიღე, ეს, იმ გოგონას (სახელს შეგნებულად არ ვწერ)გზავნილი იყო, მატყობინებდა, რომ მისკენ ყველაფერი კარგადაა და მალე გათხოვებას აპირებდა, მებოდიშებოდა, რომ ასე გვიან მომწერა და შემაწუხა,მომენატრეთო, მაგრამ მე გამიხარდა,რა შეწუხებაზე იყო ლაპარაკი. დღეს ისევ მოვიკითხეთ ერთმანეთი. მან მითხრა, რომ ის ბედნიერია, თურმე მორგვს იქეთაც ყოფილა სამყარო და ცხოვრება, ცხოვრება დეპრესიის და ცინიზმის გარეშეო, მას უნდა შვილი ეყოლოს, დარწმუნებული ვარ კარგი მეოჯახე, კარგი დედა დადგება.ჰო, ჩვენი შეხვედრიდან ცოტა ხანში გოგონა სკოლასაც დაუბრუნდა. უზომოდ შემაყვარა თავი და თუ ყველაფერ ამაში მე სულ რაღაც იოტისოდენა წვლილი მიმიძღვის ეს ჩემთვის ბედნიერებაა.რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება გიო რომ არ შემხვედროდაო.უფალმა უკეთ იცის. მინდა ჩემი სიხარული თქვენც გაგიზიაროთ. და ჩემს პატარა ლამაზ გოგოს ბედნიერება ვუსურვოთ.
აი ის ფოტო
No comments:
Post a Comment